პანდემიის პირველი ეტაპი უკვე გადავლახეთ - ანგელა მერკელი
- მსოფლიო
- 06.05.2020
- 19:57
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, გერმანიის ფედერალური მიწების პრემიერ-მინისტრებთან, ონლაინკონფერენცია გამართა, რათა ემსჯელათ, ქვეყნის მთელი ტერიტორიაზე, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მორიგ შემსუბუქებაზე.
"პანდემიის პირველი ეტაპი უკვე გადავლახეთ", - თქვა ანგელა მერკელმა ონლაინკონფერენციისას და დასძინა, რომ ჯერ კიდევ გრძელი გზა არის გასავლელი.
მერკელისა და ფედერალური მიწების ხელმძღვანელთა ერთობლივი შეთანხმდებით, გადაწყდა, რომ ქვეყანაში გაიხსნება მაღაზიები.
სოციალური დისტანცირების მოთხოვნა 5 ივნისამდე შენარჩუნდება.