ბოლო 24 საათში, მსოფლიოში კორონავირუსით 83 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა
- მსოფლიო
- 07.05.2020
- 23:24
ბოლო 24 საათში, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით 83 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 6 500-ზე მეტი პაციენტი.ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.
ჯანმო-ს ცნობით, ერთ დღეში მსოფლიოში 83 366 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო გარდაიცვალა 6 539. ამგვარად, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა მსოფლიოში 3 672 238 შეადგინა, ლეტალური გამოსავლები კი 254 045-მდე გაიზარდა.
ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ევროპაშია რეგისტრირებული, რეგიონში დაავადების 1 542 929 შემთხვევაა დაფიქსირებული.