იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 30 ათასს გადააჭარბა
- მსოფლიო
- 08.05.2020
- 20:39
იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 30 201-ს მიაღწია. გასულ 24 საათში კორონავირუსმა 243 ადამიანი იმსხვერპლა. მონაცემებს სამოქალაქო თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
წინა 24 საათში გარდაიცვალა 274 ადამიანი.
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები იტალიაში 217 185-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში გამოვლინდა ინფიცირების 1 327 შემთხვევა. მარტის მეორე ნახევარში, პიკურ პერიოდში ინფიცირების შემთხვევების დღიური რაოდენობა 6 ათასს აღემატებოდა.
ბოლო ერთ დღეში იტალიაში კორონავირუსისგან 2 747 პაციენტი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 99 023-ს მიაღწია.