ბოლო 24 საათში ბრიტანეთში კორონავირუსით 346 ადამიანი გარდაიცვალა
- მსოფლიო
- 09.05.2020
- 20:51
ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 346 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისათვის ქვეყანაში საერთო ჯამში COVID-19-მა 31 587 ადამიანი იმსხვერპლა.
წინა 24 საათში კორონავირუსით 626 ადამიანი დაიღუპა.
ბოლო ერთ დღეში ინფიცირების 2 217 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 215 260 შემთხვევაა გამოვლენილი.