მსოფლიოში კორონავირუსი 1,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დაამარცხა
- მსოფლიო
- 11.05.2020
- 21:07
მსოფლიოში კორონავირუსი 1,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დაამარცხა.
Worldometers-ის ინფორმაციით, რომელიც COVID-19-ის შესახებ სტატისტიკას აწარმოებს, კორონავირუსისგან 1 507 931 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 284 805 პაციენტი.
ამ დროისათვის მსოფლიოში კორონავირუსის 4 219 704 შემთხვევაა დადასტურებული.