ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა COVID-19-ის პანდემიის ცენტრად იქცა - ჯანმო
- მსოფლიო
- 12.05.2020
- 14:28
ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა COVID-19-ის პანდემიის ცენტრად იქცა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარგარეტ ჰარისმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩრდოლოეთ და სამხრეთ ამერიკაში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. ამჟამად, ორივე კონტინენტი ეპიდემიის ცენტრს წარმოადგენს“, - განაცხადა მან.
ჰარისმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში ინფიცირებულთა დიდი ნაწილი შეერთებულ შტატებზე მოდის.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს COVID-19-ის აფეთქებას პანდემია უწოდა, ბოლო მონაცემებით მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 193 302-ს მიაღწია, გარდაცვლილია 286 613 ადამიანი.