ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 627 ადამიანი გარდაიცვალა
- მსოფლიო
- 12.05.2020
- 20:53
დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 627-ით გაიზარდა და 32 692-ს მიაღწია. ინფიცირებულთა რიცხვი 3 403-ით გაიზარდა და 226 463 შეადგინა. მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
წინა 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 210 ადამიანი. გამოვლინდა ინფიცირების 3 877 შემთხვევა.