ბოლო 24 საათში სომხეთში კორონავირუსის 515 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 12 პაციენტი
- მსოფლიო
- 03.06.2020
- 12:27
გასულ 24 საათში სომხეთში კორონავირუსის 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 12 პაციენტი. ქვეყანაში ბოლო მონაცემებით COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე 10 524-ს მიაღწია.
სომხეთის დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელედა 3 454 პაციენტი, ხოლო - გარდაიცვალა 170.
ქვეყანაში ამ დროისათვის 61 650 ტესტია ჩატარებული.