მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევებმა 6, 6 მილიონს გადააჭარბა
- მსოფლიო
- 06.06.2020
- 20:29
მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ ბოლო დღე-ღამეში თითქმის 28 ათასით მოიმატა და 6, 6 მილიონს გადააჭარბა. გარდაიცვალა 392 ათასამდე ადამიანი. ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.
ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, 24 საათში დაფიქსირდა კორონავირუსით ინფიცირების 127 950 შემთხვევა, გარდაიცვალა 5 647 პაციენტი. ამრიგად, მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 6 663 304 შეადგინა, ხოლო ლეტალური გამოსავლების 392 802 ფაქტი დაფიქსირდა.
ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლენილია ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში - 3 155 370.