primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
22 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

ნიუ იორკში კომენდანტის საათი გაუქმდა

  • მსოფლიო
  • 07.06.2020
  • 17:49
ნიუ იორკში კომენდანტის საათი გაუქმდა

ნიუ იორკში კომენდანტის საათი გაუქმდა, რადგან შაბათს საპროტესტო აქციები მშვიდობიან ხასიათს ატარებდა.  ამის შესახებ ნიუ იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ განაცხადა.

 „ვაუქმებთ კომენდანტის საათს ამ წუთიდან. გუშინ და გასულ ღამეს ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებმა თავიანთი თავი საუკეთესო სახით წარმოაჩინეს. ხვალ გადავდგამთ პირველ ნაბიჯებს გახსნისკენ“, - დაწერა მერმა მიკრობლოგ Twitter-ზე.

მანამდე ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ განაცხადა, რომ ქალაქის ხელისუფლება შეზღუდვებს 8 ივნისიდან მოხსნიდა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესდა. 8 ივნისიდან მუშაობას განაახლებენ საბითუმო და საცალო ვაჭრობის ცენტრები. კაფე-რესტორნები მუშაობას გამოძახების სერვისის მეშვეობით გააგრძელებენ. ამის გარდა, მომავალი ორშაბათიდან ქალაქში განახლდება მშენებლობა, გაიხსნება კომპანიები, რომლებიც სოფლის მეურნეობით, მეთევზეობითა და ნადირობით არიან დაკავებულნი. სამუშაო ადგილებს დაუბრუნდება 400 ათასამდე ადამიანი.

თავიდან ნიუ იორკის შტატში კორონავირუსთან დაკავშირებით, სხვა შტატებთან შედარებით მძიმე სიტუაცია იყო. ყველაზე ცუდ დღეებში ერთ დღე-ღამეში დაახლოებით 700-ზე მეტი ადამიანი იღუპებოდა, კლინიკებში კი 3 ათასზე მეტი ინფიცირებული გადაჰყავდათ.

ბოლო დღეებში ვითრება გაართულა საპროტესტო აქციებმა, რომელიც მინეაპოლისში აფროამერიკელ ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოჰყვა.

დაკავების კადრებში, ჩანს, რომ მიწაზე დაგდებულ ჯორჯ ფლოიდს პოლიციელი კისერზე მუხლს აჭერს, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული შველას ითხოვს და ამბობს, რომ სუნთქვა უჭირს. მოგვიანებით ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

"ამერიკის ხმის" ცნობით, შოვინის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი საჩივრის თანახმად, ის ფლოიდს კისრის არეში მუხლით 8 წუთი და 42 წამი აწვებოდა.

30 მაისს აღნიშნულ საქმეზე დააკავეს პოლიციელი, დერეკ შოვინი, რომელსაც წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის ბრალდება წარუდგინეს. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ პოლიციელს უფრო მძიმე მუხლი წაუყენონ, ასევე პასუხი აგონ პოლიციის სხვა ოფიცრებმაც, რომლებიც ფლოიდის დაკავებაში მონაწილეობდნენ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge