ბრიტანეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 151 ადამიანი გარდაიცვალა
- მსოფლიო
- 11.06.2020
- 19:24
დიდ ბრიტანეთში, გასულ 24 საათში კორონავირუსით 151 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 41 279-ს აღწევს, ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი 291 409-ს შეადგენს. მონაცემებს ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
წინა 24 საათში კორონავირუსით 245 პაციენტი გარდაიცვალა და 1003 ინფიცირების ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 7,1 მლნ-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 408 ათასზე მეტი ადამიანი.