მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 7.2 მლნ-ს აჭარბებს
- მსოფლიო
- 12.06.2020
- 10:02
მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 7.2 მლნ-ს გადააჭარბა. გარდაიცვალა 413 ათასზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.
ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორნავირუსის 128 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 5 347 პაციენტი. ამრიგად, მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები შეადგენს 7 273 958-ს, გარდაცვლილია 413 372 ადამიანი. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ფიქსირდება - 3 485 245.