სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 15 ათასს გადააჭარბა
- მსოფლიო
- 12.06.2020
- 11:17
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა გასულ 24 საათში 612-ით გაიზარდა და 15 281-ს მიაღწია. გარდაიცვალა კიდევ 13 ადამიანი. მონაცემებს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
„სომხეთში დადასტურებულია კორონავირუსის 15 281 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 639 პაციენტი, გარდაიცვალა 258 ადამიანი“, - განაცხადეს უწყებაში.