აშშ-ში პოლიციელებს ეჭვმიტანილების წინააღმდეგ ხრჩობის ილეთების გამოყენება აეკრძალებათ
- მსოფლიო
- 16.06.2020
- 21:43
აშშ-ში პოლიციელებს ეჭვმიტანილების წინააღმდეგ ხრჩობის ილეთების გამოყენებას აუკრძალავენ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საფრთხე სამართალდამცველს დაემუქრება, - ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„ხრჩობის ილეთები აიკრძალება იმ შემთხვევების გარდა, როდესაც პოლიციის ოფიცრის სოცოცხლეს საფრთხე დაემუქრება“, - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში პოლიციაში რეფორმების გატარების შესახებ განკარგულბაზე ხელის მოწერამდე.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაცია ახალი ბრძანების შესაბამისად შეისწავლის პოლიციის აღჭურვას „ნაკლებად სასიკვდილი იარაღით“. „ახალი მოწყობილობა გამუდმებით მუშავდება, ჩვენ მათ ვსწავლობთ, და ფასი ამ შემთხვევაში პრობლემა არ არის“- განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის ქალაქები, მინეაპოლისში აფროამერიკელ 47 წლის ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ საპროტესტო აქციებმა მოიცვა. ერთ-ერთი პოლიციელი, რომელიც ფლოიდის მკვლელობშია დადანაშაულებული, მას კისერზე მუხლით აწვებოდა, რის შემდეგაც მამაკაცი გარდაიცვალა.