primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
22 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

კორონავირუსის სამკურნალოდ დექსამეტაზონის კლინიკური გამოცდის შედეგს, გებრეისუსმა სამეცნიერო გარღვევა უწოდა

  • მსოფლიო
  • 17.06.2020
  • 09:28
კორონავირუსის სამკურნალოდ დექსამეტაზონის კლინიკური გამოცდის შედეგს, გებრეისუსმა სამეცნიერო გარღვევა უწოდა

COVID-19-ის მკურნალობაში „სამეცნიერო გარღვევა“ მოხდა, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

ამგვარად, მან დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის სამკურნალოდ დექსამეტაზონის კლინიკური გამოცდის შედეგები შეაფასა.

 „ეს პირველი წამალია, რომელმაც აჩვენა COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებში, რომლებაც ჟანგბადით მკურნალობა ან ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია ესაჭიროებათ, გარდაცვალების რისკის შემცირება“, - აღნიშნა გებრეიესუსმა და სამეცნიერო მუშაობის შედეგებს „შესანიშნავი ახალი ამბავი“ უწოდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ლონდონმა მას წარუდგინა გამოცდის პირველადი შედეგები. ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ უახლოეს ხანებში მოუთმენლად ელოდებიან სრული ანალიზის შესახებ ინფორმაციას.

გუშინ, ბრიტანეთის ხელისუფლებამ დექსამეტაზონი COVID-19-ის სამკურნალოდ დაამტკიცა. ხელისუფლების განცხადებით, დექსამეტაზონი კორონავირუსისგან განსაკურნად მსოფლიოში პირველი წამალია.

 „ხელისუფლებამ დღეიდან ავტორიზება მოახდინა ჯანდაცვის ნაციონალური სამსახურის მიერ კორონავირუსის საწინააღმდეგო მსოფლიოში პირველი წამლის გამოყენებაზე, რომელსაც დამტკიცებულად შეუძლია დასწიოს გარდაცვალების რისკი... მთავრობის მიერ დაფინანსებულმა  ამ წამლის გამოცდამ,  ცხადყო, რომ ის არსებითად ამცირებს გარდაცვალების რისკს პაციენტებში, რომლებსაც სჭირდებათ ჟანგბადით მკურნალობა. ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა წამალი ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახურის დაწესებულებებში დიდი ბრიტანეთის მთელ ტერიტორიაზე“, - ნათქვამია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომელიც მედიამ გავრცელა.

ოქსფორდში ჩატარებული კვლევების თანახმად, დექსამეტაზონი 35 პროცენტით ამცირებს გარდაცვალების რისკს პაციენტებში, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე, ხოლო 20 პროცენტით - პაციენტებში, რომლებიც გადიან ჟანგბადით მკურნალობას. გამოცდის დროს პრეპარატი მიიღო 2 104-მა პაციენტმა 10  დღის განმავლობაში, დღეში 6 მგ-ის რაოდენობით.

დიდი ბრიტანეთი პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა კვლევის შედეგებს „ამ მომენტისთვის უდიდესი გარღვევა“ უწოდა კორონავირუსთან ბრძოლაში.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, არსებული სტეროიდების მარაგები, რომლის შეკვრაც 5 ფუნტი სტერლინგი ღირს, 200 ათასზე მეტი ადამიანის სამკურნალოდ საკმარისია.

გათვლების თანახმად, აღმოჩენა უფრო ადრე რომ გაკეთებულიყო, ბრიტანეთში 4-5 ათასი სიცოცხლის გადარჩენა შეიძლებოდა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge