png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ეგვიპტეში აცხადებენ, რომ დექსამეტაზონს, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში, ჯერ კიდევ ბრიტანეთამდე წარმატებით იყენებდნენ

  • მსოფლიო
  • 17.06.2020
  • 09:47
ეგვიპტეში აცხადებენ, რომ დექსამეტაზონს, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში, ჯერ კიდევ ბრიტანეთამდე წარმატებით იყენებდნენ

ეგვიპტელი ექიმები კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ დექსამეტაზონს ჯერ კიდევ მანამდე იყენებდნენ, ვიდრე დიდი ბრიტანეთი აღნიშნულ წამლის რეგისტრაციის შესახებ განაცხადებდა. ამის შესახებ ეგვიპტის კორონავირუსთან ბრძოლის სამეცნიერო კომიტეტის ხელმძღვანელმა ჰუსამ ჰოსნიმ განაცხადა.

 „დიდმა ბრიტანეთმა მედიასაშუალებებით  წარმატებით მოახდინა ამ წამლის ტირაჟირება, თუმცა ეგვიპტე მას ჯერ კიდევ ბრიტანეთამდე იყენებდა“, - განაცხადა ჰოსნიმ ტელეარხ Sada el-Balad-ის ეთერში.

ჰოსნის თქმით, აღნიშნული წამალი გამოიყენება კორონავირუსით ინფიცირებული საშუალო და მძიმე დაავადების მქონე პაციენტებში. ამასთან, მან აღნიშნა, რომ პრეპარატის გამოყენება დაშვებულია მხოლოდ კლინიკებში ექიმების  მეთვალყურეობის ქვეშ.

ეგვიპტეში კორნავირუსით ინფიცირების 47 856 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 1 766 ადამიანი.

გუშინ, ბრიტანეთის ხელისუფლებამ დექსამეტაზონი COVID-19-ის სამკურნალოდ დაამტკიცა. ხელისუფლების განცხადებით, დექსამეტაზონი კორონავირუსისგან განსაკურნად მსოფლიოში პირველი წამალია.

 „ხელისუფლებამ დღეიდან ავტორიზება მოახდინა ჯანდაცვის ნაციონალური სამსახურის მიერ კორონავირუსის საწინააღმდეგო მსოფლიოში პირველი წამლის გამოყენებაზე, რომელსაც დამტკიცებულად შეუძლია დასწიოს გარდაცვალების რისკი... მთავრობის მიერ დაფინანსებულმა  ამ წამლის გამოცდამ,  ცხადყო, რომ ის არსებითად ამცირებს გარდაცვალების რისკს პაციენტებში, რომლებსაც სჭირდებათ ჟანგბადით მკურნალობა. ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა წამალი ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახურის დაწესებულებებში დიდი ბრიტანეთის მთელ ტერიტორიაზე“, - ნათქვამია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომელიც მედიამ გავრცელა.

ოქსფორდში ჩატარებული კვლევების თანახმად, დექსამეტაზონი 35 პროცენტით ამცირებს გარდაცვალების რისკს პაციენტებში, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე, ხოლო 20 პროცენტით - პაციენტებში, რომლებიც გადიან ჟანგბადით მკურნალობას. გამოცდის დროს პრეპარატი მიიღო 2 104-მა პაციენტმა 10  დღის განმავლობაში, დღეში 6 მგ-ის რაოდენობით.

დიდი ბრიტანეთი პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა კვლევის შედეგებს „ამ მომენტისთვის უდიდესი გარღვევა“ უწოდა კორონავირუსთან ბრძოლაში.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, არსებული სტეროიდების მარაგები, რომლის შეკვრაც 5 ფუნტი სტერლინგი ღირს, 200 ათასზე მეტი ადამიანის სამკურნალოდ საკმარისია.

გათვლების თანახმად, აღმოჩენა უფრო ადრე რომ გაკეთებულიყო, ბრიტანეთში 4-5 ათასი სიცოცხლის გადარჩენა შეიძლებოდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge