სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 28 ათასს აჭარბებს
- მსოფლიო
- 05.07.2020
- 11:52
სომხეთში, გასულ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 706 შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში 28 606-ს მიაღწია, გარდაიცვალა კიდევ შვიდი ადამიანი. ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 16 140 პაციენტი, გარდაიცვალა 484 ადამიანი.