სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანული მხარე საზღვრის გადაკვეთას შეეცადა
- მსოფლიო
- 12.07.2020
- 19:38
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები შეეცადნენ გადაეკვეთათ სომხეთის საზღვარი და სომხური პუნქტის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
"აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა საარტილერიო ცეცხლი გახსნეს ჩვენი ტერიტორიის მიმართულებით, საპასუხოდ ჩვენც გავხსენით ცეცხლი, რის შემდეგაც მათ უკან დაიხიეს", - აცხადებს სომხეთის თავდაცვის უწყება.
როგორც ერევანი იტყობინება, სომხურ მხარეს დანაკარგი არ აქვს.