ტრამპმა აშშ-ის ყველაზე დიდი შეცდომა დაასახელა
- მსოფლიო
- 04.08.2020
- 12:28
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პორტალ Axios-თან ინტერვიუში ახლო აღმოსავლეთში არმიის გაგზავნას შეერთებული შტატების ისტორიაში უდიდესი შეცდომა უწოდა.
„ჩვენ გავანადგურეთ „ისლამური სახელმწიფო“... ამ ხალიფატის 100 პროცენტი... ჩვენ მოვაშორეთ სულეიმანი (ირანელი გენერალი ქასემი), ალ-ბაღდადი („ისალმური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ)... მე გავაკეთე ის, რაც არ გაუკეთებიათ სხვა პრეზიდენტებს. მათ საერთოდ არასდროს უღირდათ ახლო აღმოსავლეთში შესვლა“, - განაცხადა ტრამპმა.
„ახლო აღმოსავლეთში ჯარის გაგზავნა და მათ საქმეში ჩარევა იყო ერთადერთი უდიდესი შეცდომა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“, - დასძინა ამერიკის პრზეიდენტმა.