მაიკ პომპეო ბელარუსის წინააღმდეგ საქნციების დაწესებას არ გამორიცხავს
- მსოფლიო
- 13.08.2020
- 12:12
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას არ გამორიცხავს. კერძოდ, მან აქცენტი მინსკისთვის ნავთობის მიწოდების შესაძლო შეჩერებაზე გააკეთა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ამ საკითხს განვიხილავთ“, - განაცხადა პომპეომ.
„მნიშვნელოვანია კრიტერიუმები. რაც ჩვენი აზრით, შეგვიძლია გავაკეთოთ არამხოლოდ ცალმხრივ, არამედ მრავალმრხივ ფორმატში, რათა მივაღწიოთ საუკეთესო შედეგებს ბელარუსი ხალხისთვის - იმისგან დამოუკიდებლად, იქნება ეს სანქციები თუ გადაწყვეტილება ნავთობპროდუქტების მიწოდების შეწყვეტის შესახებ. ეს საკითხები ჯერ კიდევ განსაზღვრული არ არის“, - აღნიშნა პომპეომ.
ბელარუსში მასობრივი საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ დაიწყო, სადაც მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმათა 80,08 პროცენტი მიიღო. ხელისუფლებამ დემონტსრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა, დაკავებულია 6 ათასამდე ადამიანი.