რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა ერთ მილიონს გადააჭარბა
- მსოფლიო
- 01.09.2020
- 12:37
რუსეთში ბოლო 24 სათში კორონავირუსის 4 729 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ინფექციურ დაავადებასთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ამგვარად, ქვეყანაში COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდნობამ ერთ მილიონს გადააჭარბა და ერთ მილიონ 48 ათასი შეადგინა.
ეპიდემიის დაწყებიდან, რუსეთში COVID-19-ით 17 300 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 815 ათასი პაციენტი.