თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
- მსოფლიო
- 01.09.2020
- 12:50
თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს. ინფორმაციას სააგენტო Anadolu თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჩხრეკის დროს მას დივერსიული საქმიანობის გარკვეული გეგმა აღმოუჩინეს.
„თურქეთში დაკავებულია ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ე.წ. ემირი“, - განაცხადა სულეიმან სოილუმ.