თუ არჩევნებში ბაიდენი გაიმარჯვებს, აშშ-ში რევოლუცია დაიწყება - დონალდ ტრამპი
- მსოფლიო
- 01.09.2020
- 13:41
თუ პრეზიდენტის აჩევნებში დემოკრატების კანდიდატი ჯო ბაიდენი გაიმარჯვებს, ქვეყანაში შესაძლოა რევოლუცია დაიწყოს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ის სუსტი ადამიანია. მას მარიონეტივით აკონტროლებენ. ეს არ გამოიწვევს დაძაბულობის შემცირებას, ისინი (რადიკალური მემარცხენე ძალები) უბრალოდ გაიმარჯვებენ, ისინი კონტროლქვეშ აიღებენ თქვენს ქალაქებს, ეს იქნება რევოლუცია“, - განაცხადა ტრამპმა.
პრეზიდენტმა არ უპასუხა შეკითხვას თუ ვინ აკონტროლებს ბაიდენს, მხოლოდ აღნიშნა, რომ ეს ადამიანები ჩრდილში იმყოფებიან. ტრამპმა ისინი აშშ-ში მიმდინარე არეულობებშიც დაადანაშაულა.
შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს არის დანიშნული.