ტრამპი ბაიდენს დოპინგ-ტესტის ჩატარებას ურჩევს
- მსოფლიო
- 02.09.2020
- 11:53
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრმპმა დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატს ჯო ბაიდენს დოპინგზე ტესტის ჩატარება ურჩია. ტრამპის აზრით, მისი კონკურენტი გაურკვეველ მასტიმულირებელ პრეპარატებს იღებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ტელეარახ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„გასული დებატების დროს, მე ვაკვირდებოდი ბაიდენს, ის საშინლად გამოვიდა“, - აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, სხვა დებატებზე ის უკეთესად გამოიყურებოდა.
„ის არ იყო უინსტონ ჩერჩილი, მაგრამ იყო ნორმალური“, - დასძინა მან.
ტრამპის აზრით, ბაიდენი იღებს „რაღაც მასტიმულირებლებს“. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის მზად არის გაიაროს დოპინგზე შემოწმება და ოპონენტსაც იგივეს გაკეთებას ურჩევს.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს არის დაგეგმილი.