png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მარია კოლესნიკოვა დააკავეს

  • მსოფლიო
  • 08.09.2020
  • 12:50
ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მარია კოლესნიკოვა დააკავეს

ბელარუსის საპროტესტო აქციების ლიდერი და ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრი მარია კოლესნიკოვა უკრაინის საზღვარზე დააკავეს. ოპოზიციის კიდევ ორმა წარმომადგენელმა ივან კრავცოვმა და ანტონ როდნენკოვმა კი ქვეყნის დატოვება მოახერხეს და უკრაინის ტერიტორიაზე გადავიდნენ. ინფორმაციას ადასტურებს ბელარუსის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენელი ანტონ ბიჩკოვსკიც.
გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინსკის ცენტრში მარია კალესნიკოვა გაიტაცეს. ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა.
მარია კალესნიკოვა ბელარუსის საპრეზიდენტო კანდიდატის ვიქტორ ბაბარიკას შტაბში მუშაობდა. ბაბარიკა სამართალდამცავებმა დააკავეს და ცესკომ რეგისტრაციაზეც არ დაუშვა. ამის შემდეგ, კალესნიკოვა საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის ერთიან კანდიდატის, სვიატლანა ციხანოუსკაიას შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახდა.
ერთი თვეა ბელარუსში გრძელდება მასობრივი პროტესტი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ, რომელშიც გამარჯვებული გამოცხადდა ამჟამინდელი სახელმწიფოს მეთაური ალიაქსანდრ ლუკაშენკა, რომელიც ამ თანამდებობას 1994 წლიდან იკავებს.
არჩევნები 9 აგვისტოს გაიმართა. ცესკოს მიერ დამტკიცებული შედეგების თანახმად, ამომრჩეველთა 80.1% -მა ხმა მისცა ლუკაშენკას, 10.12% - მის მთავარ მოწინააღმდეგეს სვიატლანა ციხანოუსკაიას.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
როგორც იუწყებიან, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს მშიშრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო - ილია თოფურია
  • 07:54
როგორც იუწყებიან, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს მშიშრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო - ილია თოფურია
აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ომის შესაჩერებლად ტერიტორია უნდა დავთმოთ... ამგვარად საუბარი შეუძლებელია - ზელენსკი
  • 07:53
აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ომის შესაჩერებლად ტერიტორია უნდა დავთმოთ... ამგვარად საუბარი შეუძლებელია - ზელენსკი
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  • 15:57
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge