აშშ ერაყიდან 2 200 სამხედროს გაიყვანს
- მსოფლიო
- 09.09.2020
- 16:58
ამერიკის შეერთებული შტატები ერაყში სამხედროების რაოდენობას 2 200-ით შეამცირებს. იუწყება ტელეარხი FoxNews-ი.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურის გენერალ ფრენკ მაკენზის თქმით, ასეთი გადაწყვეტილება საშუალებას მისცემთ ერაყელ პარტნიორებს დაეხმარონ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლასა და მისი სრულ განადგურებაში.
გადაწყვეტილების რეალიზება სექტემბერში მოხდება.
ასევე გადაწყვტეილია ამერიკელი სამხედროების რაოდენობის შემცირება ავღანეთშიც. ამ გადაწყვეტილებას უკავშირებენ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებას ერაყსა და ავღანეთში საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ.