კალიფორნიაში ტყის ხანძრები მძვინვარებს - ფოტოები
- მსოფლიო
- 10.09.2020
- 14:21
აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე რეკორდულად უძლიერესი ტყის ხანძრები მძვინვარებს. არიან დაღუპულები.

კალიფორნიაში ორ ათეულზე მეტი ტყის ხანძარია გაჩენილი.
© AP Photo / Noah Berger

ხანძრების ფართობმა 2018 წლის რეკორდი მოხსნა, როდესაც ცეცხლმა 793 100 ჰექტარი მოიცვა.
© AP Photo / Noah Berger

ბიუთის ოლქში, შტატის ჩრდილოეთით სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა.
© AP Photo / Noah Berger

საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა ათასობით სახლი.
© AP Photo / Marcio Jose Sanchez

ზოგიერთ რაიონში ევაკუაცია გამოცხადდა.

ხანძარს 14 ათასამდე მეხანძრე ებრძვის.
© AP Photo / Noah Berger

ხანძარი ანომალიურმა სიცხემ გამოიწვია.

აგვისტოს შუა რიცხვებში სიკვდილის ველის ეროვნულ პარკში თერმომეტრი 54 გრადუსს აჩვენებდა.
© AP Photo / Noah Berger

მაღალმა ტემპერატურამ ხაზების გადატვირთვა გამოიწვია და ელექტრომომარაგება გაითიშა.
© AP Photo / Noah Berger

შტატში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა.

კალიფორნიის ტერიტორიის დიდ ნაწილზე მოქმედებს ხანძარსაშიში ამინდის შესახებ გაფრთხილების რეჟიმი.

ხიდი "ოქროს კარიბჭე" კვამლშია გახვეული.
© AP Photo / Eric Risberg