დმიტრი როგოზინმა ვენერას „რუსული“ პლანეტა უწოდა
- მსოფლიო
- 16.09.2020
- 14:26
რუსეთის კოსმოსური სააგენტოს „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელმა დმიტრი როგოზინმა ვენერაზე "წმინდა რუსული" მისია დააანონსა.
„ჩვენ პროგრამაში გვაქვს ვენერას კვლევის აღდგენის თემა - ამერიკულ პროექტ „ვენერა-დ“-სთან ერთად. ჩვენ ასევე განვიხილავთ დამოუკიდებელ მისიას ვენერაზე. მიგვაჩნია, რიომ ვენერა მაინც რუსული პლანეტაა“, - განუცხადა როგოზინმა ჟურნალისტებს.
ვენერაზე უახლოესი მისია 2027-2029 წლებშია დაგეგმილი. ეს იქნებოდა აშშ-ის პროექტ „ვენერა-დ“-სთან ერთობლივი პროექტი, თუმცა დღეს ცნობილი გახდა, რომ „როსკოსმოსი“ პროექტში აშშ-ის მონაწილეობის წინააღმდეგია.
კარდიფის უნივერსიტეტისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა ვენერას ატმოსფეროში აღმოაჩინეს ფოსფინი, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს ბიოლოგიური წარმოშობა. მას გამოიმუშავებენ მიკროორგანიზმები, რომლებიც სუნთქვისას ჟაბნგბადს არ იყენებენ.