png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ევროპარლამენტი ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს შეწყვიტონ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობა ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო

  • მსოფლიო
  • 17.09.2020
  • 16:26
ევროპარლამენტი ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს შეწყვიტონ  „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობა ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო

ევროპარლამენტი ევროკავშირის წევრ-ქვეყნებსა და სხვა ინსტიტუციონალურ და ბიზნეს-სტრუქტურებს მოუწოდებს შეწყვიტონ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობის დასრულება და გადახედონ სხვა ანალოგიურ ორმხრივ პროექტებს ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული ვითარების გამო. ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში, რომელიც ევროპარლამენტარებმა პლენაურ სესიაზე მიიღეს.

ევროპარლამენტმა მოითხოვა ზომების გამკაცრება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო.

 „ევროპარლამენტი დაჟინებით მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ყველა წევრ-სახელმწიფოს შეწყვიტონ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი2“-ის მშენებლობის დასრულება, რათა თავიდან იყოს აცილებული ევროპის დამოკიდებულების გაძლიერება რუსულ ენერგომატარებლების მიწოდებაზე, არ მიეცეს რუსეთს შესაძლებლობა სარგებლის მიღების და თავისი აგრესიული საგარეო პოლიტიკისა და სამხედრო ინტერვენციის დაფინანსების, ევროკავშირში ენერგორესურსების ასეთი ექსპორტით მიღებული შემოსავლის ხარჯზე“, - ნათქვამია რეზოლუციაში.

ალექსეი ნავალნი შეუძლოდ 20 აგვისტოს, ტომსკიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენის დროს, გახდა. თვითმფრინავმა საგანგებო დაშვება ომსკის აეროპორტში მოახდინა. ოპოზიციონერი კომატოზურ მდგომარეობაში ომსკის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. 22 აგვისტოს იგი გერმანიაში, ბერლინის "შარიტეს" კლინიკაში გადაიყვანეს სამკურნალოდ.

2 სექტემბერს გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ნავალნის ორგანიზმში აღმოჩენილია ქიმიური ნივთიერება "ნოვიჩოკი", რომელიც პირველად სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის დროს გახდა ცნობილი, 2018 წლის მარტში.
რუსეთის ხელისუფლება მტკიცედ უარყოფს ნავალნის მოწამვლასთან რაიმე სახის კავშირს.

ნერვული აგენტი "ნოვიჩიკი" თავდაპირველად საბჭოთა ლაბორატორიებში შეიქმნა, მოგვიანებით იგი განავითარეს რუსმა მეცნიერებმა. საწამლავი ანადგურებს ადამიანის ნერვულ სისტემას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
როგორც იუწყებიან, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს მშიშრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო - ილია თოფურია
  • 07:54
როგორც იუწყებიან, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს მშიშრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო - ილია თოფურია
აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ომის შესაჩერებლად ტერიტორია უნდა დავთმოთ... ამგვარად საუბარი შეუძლებელია - ზელენსკი
  • 07:53
აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ომის შესაჩერებლად ტერიტორია უნდა დავთმოთ... ამგვარად საუბარი შეუძლებელია - ზელენსკი
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  • 15:57
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge