png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ტრამპმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ემი კონი ბარეტი წარადგინა

  • მსოფლიო
  • 27.09.2020
  • 13:40
ტრამპმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ემი კონი ბარეტი წარადგინა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ემი კონი ბარეტი წარადგინა.

48 წლის კონსერვატორმა მოსამართლემ ემი კონი ბერეტმა უნდა ჩაანაცვლოს უზენაესი სასამართლოს სახელგანთქმული მოსამართლე, სასამართლოს ლიბერალური ფრთის ლიდერი რუთ ბეიდერ გინსბურგი, რომელიც 87 წლის ასაკში გასულ კვირას გარდაიცვალა.

ბერეტის კანდიდატურა, მისი ოფიციალურად დასახელების შემდეგ, დასამტკიცებლად სენატს უნდა გადაეგზავნოს, რომელიც რესპუბლიკური უმრავლესობით არის წარმოდგენილი, შესაბამისად, მოლოდინი დიდია, რომ მას მწვანე შუქს აუნთებენ.

ბერეტის დამტკიცების შემთხვევაში უზენაესი სასამართლოში კონსერვატორული ფრთა გაძლიერდება, 9 მოსამართლიდან 6 კონსერვატორი იქნება.

48 წლის ემი კონი ბერეტი იქნება მესამე მოსამართლე, რომელიც დონალდ ტრამპმა თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში უზენაეს სასამართლოში წარადგინა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლები უვადოდ ინიშნებიან.

ემი კონი ბერეტი 1972 წელს ნიუ ორლეანში დაიბადა. 1997 წელს ნოტრ დამის სამართლის სკოლა დაამთავრა. 2017 წელს ის შტატების მე-7 სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცეს.

რესპუბლიკელი პრეზიდენტის განზრახვა, საჩქაროდ წარადგინოს ახალი მოსამართლის კანდიდატურა, შეშფოთებას იწვევს დემოკრატთა რიგებში.

დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ტრამპის მიერ კანდიდატურის წარდგენა "ძალაუფლების გადამეტება" იქნება და ახალი მოსამართლე საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა უნდა წარადგინოს.

გარდაცვალებამდე რუთ გინსბურგმა თავისი შვილიშვილისადმი მიწერილ წერილში თქვა, რომ ისურვებდა, მისი ჩამნაცვლებელი არა ტრამპს, არამედ ახალ არჩეულ პრეზიდენტს წარედგინა.

აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე უზენაესი სასამართლოს ახალი წევრის დანიშვნას ეწინააღმდეგება ტრამპის თანაპარტიელი ორი რესპუბლიკელი სენატორი - ლიზა მურკოვსკი და სუზან კოლინსი.

2016 წელს, როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ენტონინ სკალია გარდაიცვალა, სენატის უმრავლესობის ლიდერმა, მიჩ მაკკონელმა ყველა ღონეს მიმართა, რათა იმდროინდელი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ წარმოდგენილი კანდიდატი დაებლოკა, რადგან თვლიდა, რომ ახალი მოსამართლე საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულს უნდა წარედგინა.

დღეს კი მიჩ მაკკონელი აცხადებს, რომ სენატი მხარს დაუჭერს პრეზიდენტის მიერ წამოყენებულ კანდიდატურას, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე ცოტა დროა დარჩენილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
როგორც იუწყებიან, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს მშიშრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო - ილია თოფურია
  • 07:54
როგორც იუწყებიან, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს მშიშრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო - ილია თოფურია
აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ომის შესაჩერებლად ტერიტორია უნდა დავთმოთ... ამგვარად საუბარი შეუძლებელია - ზელენსკი
  • 07:53
აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ომის შესაჩერებლად ტერიტორია უნდა დავთმოთ... ამგვარად საუბარი შეუძლებელია - ზელენსკი
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  • 15:57
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge