primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
22 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

სომხეთში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა

  • მსოფლიო
  • 27.09.2020
  • 13:56
სომხეთში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა

სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

"მთავრობის გადაწყვეტილებით, სომხეთის რესპუბლიკაში გამოცხადდა საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია. გადაწყვეტილება ძალაში მისი გამოქვეყნებისთანავე შედის. მოვუწოდებ შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას, გამოცხადდნენ სამხედრო კომისარიატებში. ჩვენი სამშობლოს, ჩვენი გამარჯვებისთვის", - წერს ფაშინიანი სოციალურ ქსელში.

მანამდე მთიანი ყარაბაღის არაღიარებულმა რესპუბლიკამ საომარი მდგომარეობა და სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება დღეს დილიდან უკიდურესად დაიძაბა. მხარეები ერთმანეთს სამხედრო თავდასხმაში ადანაშაულებენ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა.

სომხეთი აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა დაიწყო შეტევა მთიან ყარაბაღზე.

არსებობს ინფორმაცია ორივე მხრიდან დაჭრილ და მოკლულ მშვიდობიან მოსახლეობასა და სამხედრო მოსამსახურეებზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge