primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
22 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

ევროკავშირი შეშფოთებულია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საბრძოლო მოქმედებების განახლებით

  • მსოფლიო
  • 27.09.2020
  • 15:04
ევროკავშირი შეშფოთებულია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საბრძოლო მოქმედებების განახლებით

ევროკავშირი შეშფოთებულია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საბრძოლო მოქმედებების განახლებით. ამის შესახებ მიკრობლოგ "ტვიტერზე" ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი წერს.

შარლ მიშელი მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდეს.

"საომარი მოქმედებების შესახებ ინფორმაცია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონიდან სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. სამხედრო მოქმედებები უნდა შეწყდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული ვითარების შემდგომი ესკალაცია. მოლაპარაკებების დაუყოვნებლივი განახლება, წინაპირობების გარეშე, ერთადერთი გამოსავალია", - დაწერა შარლ მიშელმა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება დღეს დილიდან უკიდურესად დაიძაბა. მხარეები ერთმანეთს სამხედრო თავდასხმაში ადანაშაულებენ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა.

სომხეთი აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა დაიწყო შეტევა მთიან ყარაბაღზე.

ვრცელდება ინფორმაცია ორივე მხრიდან დაჭრილ და მოკლულ მშვიდობიან მოსახლეობასა და სამხედრო მოსამსახურეებზე.

სომხეთში გამოცხადდა საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საბრძოლო მოქმედებების განახლებას ეხმიანებიან საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და საგარეო საქმეთა სამინისტრო.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge