png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ვლოცულობ კავკასიაში მშვიდობისთვის - რომის პაპი ფრანცისკე

  • მსოფლიო
  • 27.09.2020
  • 18:28
ვლოცულობ კავკასიაში მშვიდობისთვის - რომის პაპი ფრანცისკე

რომის პაპი ფრანცისკე ეხმიანება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის წამოწყებულ საბრძოლო მოქმედებებს და მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ რომის პაპმა ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე ქადაგებისას განაცხადა.

"მე ვლოცულობ კავკასიაში მშვიდობისათვის და ვთხოვ კონფლიქტის მონაწილე მხარეებს, აჩვენონ მაგალითი ძმობისა და კეთილი ნებისა, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს პრობლემების მოგვარებასთან, არა ძალისა და იარაღის გამოყენებით, არამედ დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით", - თქვა პაპმა.

რომის პაპმა მწუხარება გამოთქვა სამხედო დაპირისპირებისას დაღუპულთა გამო და მორწმუნეებს მშვიდობისთვის ლოცვისკენ მოუწოდა.

დღეს დილით, აზერბაიჯანულმა მხარემ განაცხადა, რომ სომხეთის მიერ ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. არის მსხვერპლი. მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეებს შორის. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო. სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებულია შეტევა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ სომეხმა სამხედროებმა ორი აზერბაიჯანული ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
როგორც იუწყებიან, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს მშიშრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო - ილია თოფურია
  • 07:54
როგორც იუწყებიან, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს მშიშრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო - ილია თოფურია
აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ომის შესაჩერებლად ტერიტორია უნდა დავთმოთ... ამგვარად საუბარი შეუძლებელია - ზელენსკი
  • 07:53
აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ომის შესაჩერებლად ტერიტორია უნდა დავთმოთ... ამგვარად საუბარი შეუძლებელია - ზელენსკი
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  • 15:57
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge