png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მერკელი ნავალნის Charite-ს კლინიკაში საიდუმლოდ შეხვდა - Spiegel

  • მსოფლიო
  • 28.09.2020
  • 14:49
მერკელი ნავალნის Charite-ს კლინიკაში საიდუმლოდ შეხვდა - Spiegel

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რუს ოპოზიციონერს ალექსეი ნავალნის ბერლინში Charite-ს კლინიკაში, საიდუმლოდ შეხვდა. ამის შესახებ გაზეთი Der Spiegel-ი თავის წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ეს ოპერაცია უაღრესად გასაიდუმლოებული იყო. მერკელისა და ნავალნის საუბრის დეტალები უცნობია.

 „ნავალნისთან საიდუმლო ვიზიტი კიდევ ერთი ნიშანია იმისა, თუ მერკელი რამდენად ერთგულია ნავალნისა და ამ საქმის მიტოვებას არ აპირებს“, - წერს Der Spiegel-ი 27 სექტემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში.

სექტემბრის დასაწყისში მერკელმა განაცხადა, რომ ნავალნი თავდასხმის მსხვერპლია და მის წინააღმდეგ „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერება იყო გამოყენებული.

მერკელთან შეხვედრა ალექსეი ნავალნიმაც დაადასტურა.

„შეხვედრა იყო, მაგრამ არ შეიძლება მას საიდუმლო ვუწოდოთ. ეს იყო უფრო პირადი შეხვედრა და საუბარი ოჯახთან. მე ძალიან მადლიერი ვარ მერკელის იმისთვის, რომ საავადმყოფოში მომინახულა“, - დაწერა ნავალნიმ Twitter-ში.

შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნი ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, როცა თავი შეუძლოდ იგრძნო. ის რამდენიმე კვირის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა, გერმანელი ექიმების წყალობით კი სიკვდილს გადაურჩა. ამ დროისთვის კომიდან გამოსული პოლიტიკოსი კვლავ გერმანულ კლინიკა "შარიტეში" გადის მკურნალობის კურსს.

გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ სამმა დამოუკიდებელმა ლაბორატორიამ დაადასტურა "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნივთიერების კვალი ნავალნის ბიოლოგიურ ნიმუშებში. ეს არის გერმანიის, საფრანგეთის და შვედეთის ლაბორატორიები. ასევე, ამ მასალებს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაც (OPCW) იკვლევს.

დასავლურმა ქვეყნებმა რუსეთს მოუწოდეს დაიწყოს გამოძიება ოპოზიციონერის მოწამვლის ფაქტზე და დასაჯოს დამნაშავეები ქიმიური იარაღის გამოყენების გამო. წინააღმდეგ შემთხვევაში დასავლეთი განიხილავს რუსეთის ფედერაციის მიმართ ახალი სანქციების შემოღებას. თუმცა, კრემლი უარყოფს იმას, რომ ნავალნი მოწამლულია და აცხადებს, რომ გერმანიამ ამ დრომდე არ წარმოადგინა არანაირი შესაბამისი მონაცემები. ამავე დროს, ბუნდესვერის ფარმაკოლოგიის და ტოქსიკოლოგიის ინსტიტუტმა, რომელმაც ნავალნის ბიომასალაში "ნოვიჩოკის" კვალი გამოავლინა, განმარტა, რომ არ შეუძლია რაიმე ინფორმაციის გაზიარება მესამე მხარისთვის საქმის საიდუმლო ვითარებიდან გამომდინარე.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
როგორც იუწყებიან, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს მშიშრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო - ილია თოფურია
  • 07:54
როგორც იუწყებიან, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს მშიშრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო - ილია თოფურია
აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ომის შესაჩერებლად ტერიტორია უნდა დავთმოთ... ამგვარად საუბარი შეუძლებელია - ზელენსკი
  • 07:53
აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ომის შესაჩერებლად ტერიტორია უნდა დავთმოთ... ამგვარად საუბარი შეუძლებელია - ზელენსკი
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  • 15:57
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge