მსოფლიოში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა
- მსოფლიო
- 29.09.2020
- 11:30
მსოფლიოში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ერთ მილიონს გადააჭარბა. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, მსოფლიოში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 1 000 555-ს მიაღწია.
საერთო ჯამში, მსოფლიოში კორონავირუსის 33 273 720 შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელებულია 23 056 480 ადამიანი.