სომხური მხარის ინფორმაციით, ყარაბაღში Le Monde -ის ჟურნალისტები დაიჭრნენ
- მსოფლიო
- 01.10.2020
- 18:06
სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში ფრანგული გამოცემა Le Monde -ის ორი ჟურნალისტი დაიჭრა.
სომხეთის ერთიანი საინფორამციო ცენტრის ცნობით, ერთ-ერთი ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას ოპერაცია უტარდება.
„Le Monde-ის კორესპონდენტის მდგომარეობა მძიმაა. მას სტეპანაკერტის კლინიკაში ოპერაცია უტარდება. ჟურნალისტები აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების იერიშის შედეგად მართუნის მერიის შენობაში დაიჭრნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.