ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში კრისტიან დანიელსონს ხვდება
- პოლიტიკა
- 12.03.2021
- 11:48
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს ხვდება.
შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მთავრობის მეთაური მედიისთვის განცხადებას გააკეთებს.