primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

მხარს ვუჭერთ საქართველოს სურვილს 2024 წელს წარმოადგინოს მოთხოვნა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით - პიტერ სიიარტო

  • პოლიტიკა
  • 12.03.2021
  • 15:43
მხარს ვუჭერთ საქართველოს სურვილს 2024 წელს წარმოადგინოს მოთხოვნა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით - პიტერ სიიარტო

საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო სამუშაო ვიზიტით სტუმრობს. საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.

პრესკონფერენციაზე უნგრეთის პირველმა დიპლომატმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობაზე და პროგრამაში საქართველოს გამორჩეულ როლზე ისაუბრა.

"უნგრეთი, როგორც ევროკავშირის აღმოსავლეთ განლაგებული ქვეყანა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ძლიერი მხარდამჭერია, სადაც საქართველო ნამდვილად ძირითად როლს თამაშობს. ჩვენ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამას განვიხილავთ, როგორც საუკეთესო მექანიზმს ევროკავშირის გაძლიერებისთვის. ევროპის ეკონომიკური და პოლიტიკური მიმართულებით გასაძლიერებლად სწორედ ევროკავშირის გაფართოების პროცედურები და ახლი პარტნიორების, ახალი მოკავშირეების ძებნა არის საჭირო. ამ მიმართულებით, საქართველო გახლავთ ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატი. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს სურვილს 2024 წელს წარმოადგინოს მოთხოვნა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და მოხარული ვართ, რომ საქართველო დგამს ამ ნაბიჯებს ევროინტეგრაციის მიმართულებით, შეგიძლიათ უნგრეთის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ"- განაცხადა სიიარტომ.

პრესკონფერენციაზე სიიარტომ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს ნატოსთან უფრო ძლიერი თანამშრომლობის აუცილებლობას და კვლავ დაადასტურა უნგრეთის მხარდაჭერა ამ გზაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს კონტრიბუცია მტკიცე მხარდაჭერის მისიაში იძლევა ნატოსთან უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი თანამშრომლობის უფლებას.

უნგრელმა დიპლომატმა ასევე ისაუბრა ეკონომიკურ სფეროში აქტიურ თანამშრომლობაზე.

"მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს 9%-ით შემცირდა გლობალური ვაჭრობა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ჩვენ 9%-ით გავზარდეთ ვაჭრობა. უნგრული ფარმაცევტული კომპანია საქართველოში მოქმედ 10 წამყვან კომპანიებს შორისაა, ქ. ქუთაისში წარმატებით მუშაობს უნგრული ავიაკომპანია "WizzAir", აქტიურად ვთანამშრომლობთ თავდაცვის ინდუსტრიის სფეროში, ასევე შესაძლოა უნგრული კომპანიები ჩართული იყვნენ საქართველოში სიდიდ მეორე ქალაქის წყლის მომარაგების სიტემის უზრუნველყოფაში. უნგრულმა "Exim" ბანკმა 140 მილიონი დოლარის საკრედიტო ხაზი გამოყო, რათა გამარტივდეს უნგრული კომპანიების შემოსვლა საქართველოს ბაზარზე და განვითარდეს უნგრულ-ქართული ბიზნესების თანამშრომლობა. ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს როლი ცენტრალურ ევროპაში ენერგომომარაგების დივერსიფიცირების კუთხით. უნგრეთის ინტერესშია. რომ კავკასიის გაზი ჩავიდეს ცენტრალურ ევროპაში და ამ კუთხით საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ეკისრება, როგორც სატრანზიტო ქვეყანას"- განაცხადა მან.

ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში აქტიურ თანამშრომლობას. სიაარტოს განცხადებით, აქტიურია უნგრული სტიპენდიების მოთხოვნა საქართველოდან და წელს 262 სტუდენტმა შეიტანა შესაბამისი განაცხადი, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო წლების მანძილზე.

პრესკონფერენციის დასასრულს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა განაცხადა, რომ უნგრეთი და საქართველო კვლავაც განაგრძობენ მუშაობას ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge