კრისტიან დანიელსონი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილს ხვდება
- პოლიტიკა
- 13.03.2021
- 10:38
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილს ხვდება.
შეხვედრაზე იმყოფებიან "ევროპული საქართველოს", "ლელო საქართველოსთვის", "სტრატეგია აღმაშენებლის", გირჩისა" და "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" წარმომადგენლები.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში სპეციალური ვიზიტით ორი დღის წინ ჩამოვიდა. ის, გუშინ მმართველი გუნდის წევრებს, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა ნაწილს და მესამე სექტორის წარმომდგენლებს შეხვდა.