png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ნიკოლოზ ბასილაშვილს რაც მეტს დაუპირისპირდებით, მით მეტ წარმატებას შექმნის - ლადო კახაძე

  • პოლიტიკა
  • 16.03.2021
  • 15:15
ნიკოლოზ ბასილაშვილს რაც მეტს დაუპირისპირდებით, მით მეტ წარმატებას შექმნის - ლადო კახაძე

ნიკოლოზ ბასილაშვილი დაბადებამდე მყავს ნანახი, და არ ვიცოდი, რომ ასეთი დიდი გამაერთიანებელი ენერგიის წყარო გახდებოდა, - თქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლადო კახაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის საკითხზე საუბრისას.

"არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ერთ თემას, ნიკოლოზ ბასილაშვილის თემას. ნიკოლოზ ბასილაშვილი დაბადებამდე მყავს ნანახი, მუცლად ყოფნის პერიოდში და ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ასეთი დიდი გამაერთიანებელი ენერგიის წყარო გახდებოდა და ვულოცავ მას და მის მშობლებს ამ გამარჯვებას და ყველა იმ ადამიანს, ვინც გულშემატკივრობს.

ახლა მოწინააღმდეგე ბანაკს ვეტყვი, რომელიც მე ვიცი ხასიათი იმ კაცის. ყოველი თქვენი გარედან გესლი და წინააღმდეგობა გარდაიქმნება ნიკოლოზ ბასილაშვილში იმ პოტენციალში, რომ ყოველ ახალ მოწოდებით ახალ რეისს გააკეთებს და ახალი დარტყმით მოუგებს მოწინააღმდეგეს.

რაც მეტს დაუპირისპირდებით, მით მეტ წარმატებას შექმნის, ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, არის ასეთი ორგანო ღვიძლი, ადამიანის ორგანიზმში, რომელიც ყველა შხამს გადახარშავს და ისევ თავისი ორგანიზმის სასიკეთოდ აქცევს. ასეთი ენერგიის მქონეა ეს კაცი. ყველა ადამიანს, ყველა ქართველს, ვისაც მან სიხარული მიანიჭა და ამ ენერგიის თავმოყრა შეეცადა, ყველა იმ ადამიანს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ჩვენ ჩვენი საკეთებელი საქმე მუხლჩაუხრელად ვაკეთოთ და რაც მთავარია, ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებულები ვიყოთ“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge