png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

"ოჯახის ცხოვრება" - პატრიარქმა გიორგი ზვიადაძეს წიგნის დაწერა დაავალა

  • პოლიტიკა
  • 19.03.2021
  • 14:17
 "ოჯახის ცხოვრება" - პატრიარქმა გიორგი ზვიადაძეს წიგნის დაწერა დაავალა

სიონის საპატრიარქო ტაძარს ვავალებ, მამა გიორგის – პროტოპრესვიტერის თაოსნობით, დაიწეროს წიგნი "ოჯახის ცხოვრება", - როგორ მოუაროს მშობელმა შვილებს და შვილებმა – მშობლებს, როგორ იმკურნალონ, როგორ იშრომონ, - თქვა საქართველოს პატრიარქმა ქადაგებისას.

მისი თქმით, ეს იქნება ეკლესიაში დაწერილი და მორწმუნე ხალხის მიერ შედგენილი უნიკალური წიგნი“

"მაქვს ერთი წინადადება – ჩვენ გვაქვს ბევრი ინსტიტუტი, სასწავლებლები, მაგრამ ადამიანის უნივერსიტეტი არ გვაქვს. ადამიანი ურთულესი პიროვნებაა და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ აღვზარდოთ ჩვენი შვილები. აი, ჩვენთან მოდიან ახალგაზრდებიც, მოხუცებიც; ხშირი შემთხვევაა, რომ დედ-მამს ჰყავს ერთი შვილი, დაოჯახების შემდეგ ის შვილი ტოვებს თავის მშობლებს და მიდის ცალკე. შეიძლება ის მშობლები მშივრები არ არიან, მაგრამ სიყვარული აქვთ თავიანთი შვილისა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს მცნება: „პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილ გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა“. სიონის საპატრიარქო ტაძარს ვავალებ, მამა გიორგის – პროტოპრესვიტერის თაოსნობით, დაიწეროს წიგნი „ოჯახის ცხოვრება“, – როგორ მოუაროს მშობელმა შვილებს და შვილებმა – მშობლებს, როგორ იმკურნალონ, როგორ იშრომონ", - თქვა პატრიარქმა.

მან აღნიშნა, ეს უნდა იყოს გასაგები ენით დაწერილი, ამავე დროს – მეცნიერულად გამართული. უნდა დაიწეროს გეგმა, რას შეეხება მედიცინა, თავის მოვლა, ჰიგიენა, სისუფთავე, წესრიგი ოჯახში.

"თქვენ ყველას გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ დავწეროთ, მეც – მათ შორის. მე ვიქნები თქვენი მრჩეველი, ბევრი რამე ვიცით ცხოვრებისეული. ამის შესახებ დაწერილია ბევრი წიგნი. მერე დავდებთ ამას ინტერნეტში, მოვისმენთ. ძალიან საინტერესო იქნება. ერთ კვირაში ველოდები გეგმას. მამა გიორგი, ერთ კვირაში მოიწვიეთ, გაანაწილეთ, ვის რა თემა შეხვდება, სარჩევი გააკეთეთ. ეს იქნება ეკლესიაში დაწერილი და მორწმუნე ხალხის მიერ შედგენილი უნიკალური წიგნი", - თქვა პატრიარქმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge