აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ექიმებსა და 65 წელს ზემოთ ადამიანებს აცრის შესაძლებლობა ექნებათ
- პოლიტიკა
- 30.03.2021
- 12:09
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ექიმებსა და 65 წელს ზემოთ ადამიანებს აცრის შესაძლებლობა ექნებათ, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
ახვლედიანის თქმით, ისინი ვაქცინის გაკეთებას საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეძლებენ.
"საქართველოში მიმდინარე კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის პროგრამაში ჩართვის საშუალება ეძლევათ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ სამედიცინო სფეროსა და შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელ პირებს, რომლებსაც შეეძლებათ, ვაქცინაცია ჩაიტარონ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე", - თქვა ახვლედიანმა.