png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

საზოგადოება რაც უფრო მეტ ინფორმაციას გაიგებს გუშინდელ შეხვედრაზე, დარწმუნდება, რომ მზად იყო ოპოზიცია, მართლაც მიღწეულიყო შეთანხება - სამადაშვილი

  • პოლიტიკა
  • 31.03.2021
  • 13:26
საზოგადოება რაც უფრო მეტ ინფორმაციას გაიგებს გუშინდელ შეხვედრაზე, დარწმუნდება, რომ მზად იყო ოპოზიცია, მართლაც მიღწეულიყო შეთანხება - სამადაშვილი

"ქართულმა ოცნებამ" გუშინ გამოაცხადა, რომ არაფრის დათმობას არ აპირებენ - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო რეფორმაზეც კი მათთვის აღმოჩნდა, რომ ყველა მისი პუნქტი მისაღები არ არის.

"პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა შეუძლია მხოლოდ სისტემურ გადატვირთვას, როგორიც არის საკონსტიტუციო ცვლილება და ვადამდელი არჩევნები. უნდა შევთანხმდეთ როგორც ორივე პოლიტპატიმრის გათავისუფლებაზე, მელიას და რურუას გათავისუფლებაზე, ასევე პრინციპზე, რომ ქვეყანაში სრულდება პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული მართლმსაჯულება. ყველა პუნქტი, რომელიც მიშელის გეგმაში იყო ჩამოთვლილი, ერთნაირად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. „ქართულმა ოცნებამ", მათ შორის იმ პუნქტებთან მიმართებაში, რომელსაც ოპოზიცია დათანხმდებოდა, გამოხატა საკუთარი თავშეკავებული პოზიცია. „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ გამოაცხადა, რომ არაფრის დათმობას არ აპირებენ, საარჩევნო რეფორმაც კი მათთვის აღმოჩნდა, რომ ყველა მისი პუნქტი მისაღები არ არის. ჩვენი მხრიდან კომპრომისი ამ დოკუმენტის მიხედვით და ჩვენს წინადადებებში იყო ძალიან ბევრი. მაგალითად, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის დიდ უმრავლესობას სურს ვადამდელი არჩევნები, რაც შეიძლება სწრაფად, ამის მიუხედავად, ჩვენ ვსაუბრობთ შესაძლო პლებისციტზე, რაც არის ჩვენი მხრიდან კომპრომისი. ამნისტიის შეთავაზება 20 ივნისის თემასთან დაკავშირებით, რომელიც იყო მოცემულ დოკუმენტში, არ არის მარტივი გადაწვეტილება. ეს არის სწორედ კომპრომისული გადაწყვეტილება, რომელიც იქნება პოპულარული ბევრ ოპოზიციის მხარდამჭერში. მაგრამ ჩვენ გუშინ არ დაგვიბლოკავს ეს საკითხი. საზოგადოება რაც უფრო მეტ ინფორმაციას გაიგებს გუშინდელ შეხვედრაზე, დარწმუნდება, რომ მზადყოფნა ჰქონდა ოპოზიციას, მართლაც მიღწეულიყო შეთანხება", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge