გთხოვთ, სიჩუმით, სიდინჯითა და ერთიანობით პატივი ვცეთ ამ დღეს - სალომე ზურაბიშვილი 9 აპრილზე
- პოლიტიკა
- 09.04.2021
- 12:16
გთხოვთ, სიჩუმით, სიდინჯითა და ერთიანობით ყველამ ერთად პატივი ვცეთ ამ დღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილის მემორიალთან განაცხადა.
"9 აპრილის გმირების მიმართ პატივისცემა არ გამოიხატება ტიტების მიტანით, მხოლოდ იმით, რომ აქ მოვდივართ ამ დღეს. გამოიხატება იმაში, რომ თუ ჩვენ პატივს ვცემთ 9 აპრილის სულისკვეთებას, რომელიც არის ერთიანობა, სიდინჯე, დამოუკიდებლობის ბოლომდე შეგნება. ამიტომ გთხოვთ, სიჩუმით, სიდინჯითა და ერთიანობით ყველამ ერთად პატივი ვცეთ ამ დღეს", - თქვა პრეზიდენტმა.