png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

გვიწვევენ, რუსთაველზე მოხდეს იმ სუნიანი და გაბინძურებული კარვების აყრა - გია გაჩეჩილაძე

  • პოლიტიკა
  • 09.04.2021
  • 14:39
 გვიწვევენ, რუსთაველზე მოხდეს იმ სუნიანი და გაბინძურებული კარვების აყრა - გია გაჩეჩილაძე

ჩვენ ვართ ინტელექტუალური პროტესტის მომხრე და დავრჩებით ასე, - ამ სიტყვებით მიმართა ევროპის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს მომღერალმა, გია გაჩეჩილაძემ.

მისი თქმით, ევროპის მოედანზე შეკრებილები დაიაცავენ მ ფასეულობებს, ღირებულებებს, რომელსაც ყოველთვის იცავდა წინაპარი.

“სამი რამე, რომელიც გადასარჩენია და დასაცველია, ეს არის მამული, ენა და სარწმუნოება, ჩვენ ვდგავართ ჩვენს მამულზე და მამულში, რომელსაც ვერავინ წაგვართმევს. დავიცავთ იმ ფასეულობებს, ღირებულებებს, რომელსაც ყოველთვის იცავდა ჩვენი წინაპარი. ეს ის ხიდია, სადაც მტკვარი წითლად შეიღება, სადაც აბო თბილელის წამება მოხდა. სპეციალურად გავივლით, სანაპიროთი ჩავუვლით კათოლიკოს-პატრიარქს მივაგებთ პატივს, ტაშით ვეტყვით მადლობას, შემდეგ გადავინაცვლებთ „დედაენის ბაღში“, სადაც დავიცავთ ჩვენს ენას და ზუსტად იქ დავაფუძნებთ ამათი დასასრულის დასაწყისს. ამათ გონიათ, რომ უნდათ და გვიწვევენ, რუსთაველზე მოხდეს იმ კარვების აყრა, იმ სუნიანი და გაბინძურებული კარვების აყრა, ყველამ დაინახა, ვის უყვარს საქართველო და ვის არა. ერთი დღით არ აალაგეს კარვები, რომ ხალხი მისულიყო და პატივი მიეგოთ. მაგრამ არაუშავს. რაც მათ უნდათ, ჩვენ მათ მოედანზე არ ვითამაშებთ, ეს კარგად გაიგონ, ჩვენ ვართ ინტელექტუალური პროტესტის მომხრე და დავრჩებით ასე“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

თბილისში, „ევროპის მოედანზე“ მოქალაქეთა შეკრება იმართება. შეკრების ორგანიზატორია მომღერალი გია გაჩეჩილაძე, რომელიც შეკრების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. შეკრების მონაწილეები მსვლელობით მივლენ საქართველოს საპატრიარქოსთან, რის შემდეგაც მსვლელობას „დედა ენის ბაღში“ დაასრულებენ.

როგორც გია გაჩეჩილაძემ აღნიშნა, დღეს დაფუძნდება "ქართველი ხალხის მარადისობის დღე".

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge