png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

უკრაინის რადა ქართველ კოლეგებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

  • პოლიტიკა
  • 09.04.2021
  • 16:00
უკრაინის რადა ქართველ კოლეგებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

„ჩვენ დიდად ვაფასებთ საქართველოს მხარდაჭერას და ვიზიარებთ ქართველი კოლეგების შეხედულებას იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარე ესკალაცია საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ შავი ზღვის ფართო რეგიონს და ზოგადად, ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას“,- ამის შესახებ უკრაინის ვერხოვნა რადას საგარეო პოლიტიკის ადა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი.

კომიტეტი ქართველი კოლეგების იმ განცხადებას ეხმაურება, რომელიც საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევის, ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალის მასშტაბურ მობილიზებასა და კრემლის აგრესიულ რიტორიკასთან დაკავშირებით გაავრცელა.

„უკრაინის ვერხოვნა რადას საგარეო პოლიტიკის ადა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტი მადლობას უხდის საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს უკრაინის მხარდამჭერი განცხადებისთვის, რომელიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევების მზარდ რაოდენობას და ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალების უპრეცენდენტო განლაგებას უკავშირდება.

ჩვენ დიდად ვაფასებთ საქართველოს მხარდაჭერას და ვიზიარებთ ქართველი კოლეგების შეხედულებას იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარე ესკალაცია საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ შავი ზღვის ფართო რეგიონს და ზოგადად, ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას.

კომიტეტი მადლობას უხდის ყველა უცხოელ კოლეგას, ვინც უკრაინას პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას უწევს დამოუკიდებლობისთვის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში“,- ნათქვამია უკრაინის ვერხოვნა რადას საგარეო პოლიტიკის ადა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge