primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

უკრაინაში საქართველოს ელჩი კიევში ბრუნდება - დავით ზალკალიანი

  • პოლიტიკა
  • 10.04.2021
  • 20:18
უკრაინაში საქართველოს ელჩი კიევში ბრუნდება - დავით ზალკალიანი

უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე, რომელიც დაახლოებით ერთი წელია, საგარეო საქმეთა სამინისტრომ კონსულტაციებისთვის გამოიხმო, კიევში ბრუნდება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა "რუთავი 2"-თან საუბრისას დაადასტურა.

"ახლა იმის დრო არაა, რომ ასეთ ვითარებაში, როცა უკრაინის გარშემო ასე იძაბება სიტუაცია, რომ ჩვენ ელჩი არ გვყავდეს ადგილზე. ამიტომ უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ელჩის დაბრუნებასთან დაკავშირებით. ყველანაირად ვეცდებით, რომ ჩვენი ურთიერთობები განვითარდეს დინამიურად და როგორც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას შეეფერება“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ამასთან საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინასა და საქართველოს ძალზედ ბევრი გამოწვევა აქვს.

"ძალიან დაზარალდა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, მაგრამ ჩვენ სახელმწიფო ვართ და ამ ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. მთავარია მათი მხრიდან ყოფილიყო სწორი აღქმა და ისინიც გაგებით მოეკიდნენ ვფიქრობ, იმ ნაბიჯს რომელიც ჩვენ გადავდგით და შევეცადეთ არ დაგვეძაბა ორმხრივი ურთიერთობები. დადგა დრო ახლებურად შევხედოთ ჩვენს ურთიერთობებს, გამომდინარე 11 თვიდან რა ზარალიც მოგვადგა ორივე მხარეს", - აღნიშნა ზალკალიანმა.

უკრაინაში საქართველოს ელჩის დაბრუნების აუცილებლობაზე ხელისუფლების მხრიდან პირველმა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო გამოსვლისას ისაუბრა.

პრეზიდენტმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ სოლიდარობის ნიშნად, აუცილებელია, საქართველომ კიევში ელჩი დააბრუნოს.

"არ მინდა ეს სიტყვა დავასრულო დღეს, 9 აპრილს, რომელიც არის ჩვენი დამოუკიდებლობის დღე. არ მინდა არ ვახსენო, ჩვენი უკრაინელი მეგობების დღევანდელი ბრძოლა და მათ არ გამოვიცხადო სოლიდარობა. მიმარჩია, რომ დღეს ამ სოლიდარობის ნიშნად, აუცილებელია, სასწრაფოდ დავაბრუბოთ ელჩი კიევში", - თქვა პრეზიდენტმა.

საქართველომ უკრაინიდან ელჩი 11 თვის წინ გამოიხმო. ელჩის გამოძახებას წინ უსწრებდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

სააკაშვილის დანიშვნამ უკმაყოფილება გამოიწვია თბილისში. საქართველოს მთავრობამ კონსულტაციებისთვის უკრაინიდან საქართველოს ელჩიც გამოიხმო.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge