primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

მოვუწოდებთ ნატოს, დააჩქაროს საქართველოს და უკრაინის ალიანსში მიღების პროცესი - ნიკოლოზ სამხარაძე

  • პოლიტიკა
  • 13.04.2021
  • 13:26
 მოვუწოდებთ ნატოს, დააჩქაროს საქართველოს და უკრაინის ალიანსში მიღების პროცესი - ნიკოლოზ სამხარაძე

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე პარლამენტის სხდომაზე უკრაინაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, უკრაინაში საკმაოდ სახიფათო მოვლენები მიმდინარეობს, რაც რუსეთის ფედერაციის პროვოკაციული ქმედებებით არის განპირობებული.

"ჩვენ, საქართველოს პარლამენტი, ღრმად ვართ შეშფოთებული რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მზარდი დარღვევებით, რასაც ბოლო პერიოდში ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალის მასშტაბური მობილიზება დაემატა. ჩვენ გულდასმით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლემებს და ნათლად ვხედავთ რუსეთის ჩვეულ და სახიფათო ქცევას, რაც მდგომარეობს კონფლიქტის უკიდურესად დაძაბვასა და ესკალაციაში. საქართველოს და უკრაინას მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობის დიდი ისტორია აკავშირებთ და, ასევე, საერთო სამომავლო გეგმები აქვთ.
ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობების ყველაზე კარგი გამოხატულებაა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიზნების ერთობლივი განხორციელება, როგორიცაა ჩვენი ქვეყნების ტერიტორიების დეოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ჩვენი ქვეყნების დემოკრატიული განვითრება, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. შესაბამისად, ჩვენს მეგობარ უკრაინას და ჩვენს კოლეგებს რადაში, რომლებთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ და მუდმივ რეჟიმში ვიღებთ ინფორმაციას განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ვუდასტურებთ სოლიდარობას და მზაობას, ვიყოთ ერთიანი საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნების ინტერესების დაცვაში რუსეთის ექსპანსიონისტური მისწრაფებების წინააღმდეგ“ , -განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ნიკოლოზ სამხარაძის მოსაზრებით, რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაცია, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და დამანგრეველი შედეგები ყოველდღიურობად იქცა როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის.

"რუსეთის პოლიტიკა მეზობლების მიმართ საფრთხის შემცველია არა მხოლოდ შავი ზღვის რეგიონისთვის, არამედ მთლიანად ევროპული უსაფრთხოებისთვის. ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ ურთიერთობების გაღრმავებას ნატოსა და უკრაინას შორის და ვემხრობით შავი ზღვის რეგიონში ალიანსის გაზრდილ ჩართულობას, რომელიც მშვიდობის, უსაფრთხოების და სტაბილურობის გარანტად მიგვაჩნია. ასევე, მოვუწოდებთ ნატოს, დააჩქაროს საქართველოს და უკრაინის ალიანსში მიღების პროცესი. უკრაინა მარტო არ უნდა დარჩეს რუსეთის აგრესიის პირისპირ. შესაბამისად, მოვუწოდებთ საერთაშორუისიო საზოგადოებას, რომ გააგრძელოს უკრაინასა და საქართველოში მშვიდობისა და სუვერენიტეტის ქმედითი მხარდაჭერა, რაც უმნიშვნელოვანესია რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge