აღდგომა გვავსებს სიხარულითა და იმედით – სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების რწმენით - ღარიბაშვილი
- პოლიტიკა
- 02.05.2021
- 14:42
საქართველოს პრემიერ მინისტრი ქრისტიანებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს.
"ვულოცავ ყველა ქრისტიანს, ვინც დღეს აღნიშნავს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! აღდგომა გვავსებს სიხარულითა და იმედით – სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების რწმენით. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ვუსურვებ მათ ბედნიერებას, მშვიდობას, სიკეთეს და ჯანმრთელობას. ქრისტე აღდგა! " - წერს ღარიბაშვილი Facebook-ზე.