primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი

  • მსოფლიო
  • 13.08.2026
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას აშშ-ისგან Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, რათა ზამთარი გადაიტანოს, ხოლო 10% - რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად.

ამის შესახებ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში ილაპარაკა.

ზელენსკის თქმით, დღეები მოკავშირეებთან დამატებითი რაკეტების მისაღებად „მილიონობით“ სატელეფონო ზარსა და დახურულ მოლაპარაკებებში გადის.

ბოლო კვირებში რუსეთის ბალისტიკური თავდასხმების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, განსაკუთრებით კიევზე. ზელენსკის თქმით, რუსეთი იყენებს იმ ფაქტს, რომ უკრაინაში Patriot-ის ჩამჭრელი რაკეტენის მარაგი თითქმის ნულამდეა შემცირებული.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის ამჟამინდელი მარაგის 10% საკმარისი იქნებოდა რუსეთის ყველა ბალისტიკური სარაკეტო თავდასხმის შესაჩერებლად, ხოლო 5%  უკრაინისთვის ზამთრის გადასატანად.

„წელს ჩვენ ორნახევარჯერ ნაკლები ჩამჭრელი [რაკეტა] გვაქვს, ვიდრე 2025 წელს გვქონდა. რუსეთი ყოველთვიურად ორჯერ მეტ ბალისტიკურ რაკეტას უშვებს, ვიდრე ადრე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

გაერო-ს მონაცემებით, ივლისი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის 2022 წლის აპრილის შემდეგ ყველაზე სისხლიანი თვე იყო.

„ყოველ ღამე თავდასხმებია, თვეში ოთხ-ხუთჯერ კი მასშტაბური დარტყმების ქვეშ ვექცევით... ეს საშინელი ღამეებია.

სინამდვილეში, ეს ადამიანები - უკრაინელები, ძალიან გმირი და ძალიან გამძლე ხალხია. მაგრამ ისინი დაიღალნენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მისი ყოველდღიური საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების მოპოვებას უკავშირდება.

„აი, რით ვცხოვრობ ყოველდღე: 1%-დან 5%-მდე. რამდენიმე თვე და მილიონობით სატელეფონო ზარი მაქვს... ვცდილობ, რაღაც გავცვალო რაკეტებში... რაღაცებს ვაკეთებ, რაზეც საუბარიც კი არ შემიძლია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ კანონს მიღმა ვმოქმედებ. უბრალოდ, ამაზე ვერ ვილაპარაკებ“,- განაცხადა მან.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თუ აშშ უკრაინას რაკეტების მარაგის 5%-ს მიჰყიდის, ქვეყანა ზამთარს გადაიტანს და ადამიანების სიცოცხლეს გადაარჩენს, ხოლო 10%-ის მიღების შემთხვევაში უკრაინა, მისი თქმით, რუსეთის ყველა ბალისტიკურ რაკეტას გაანადგურებს.

„მე 1% მაქვს“, - განაცხადა მან.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მსოფლიოში რაკეტების დეფიციტია, რაც აშშ-ის ირანთან ომმა კიდევ უფრო გაამწვავა. დეფიციტი განსაკუთრებით მწვავედ უკრაინაში იგრძნობა, სადაც ქალაქები მოსკოვის სარაკეტო დარტყმების წინაშე დაუცველი ჩანს.

ზელენსკის თქმით, კვლავ გაურკვეველია, როგორ განხორციელდება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაპირება, რომ უკრაინას Patriot-ის რაკეტების დამოუკიდებლად წარმოების უფლება მისცეს.

ტრამპმა ნატო-ს სამიტის ფარგლებში, ანკარაში, განაცხადა, რომ უკრაინას ამ სისტემების დამოუკიდებლად წარმოების ლიცენზიის მიღების შესაძლებლობას მისცემდა, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ ამ იდეის მიზანშეწონილობაში ეჭვი შეიტანა. Patriot-ის სარაკეტო სისტემების მწარმოებლებმა ამ საკითხის განსახილველად კიევში წარმომადგენლები გაგზავნეს, თუმცა ჯერჯერობით შედეგები უცნობია.

„იმედი მაქვს, ამას შევძლებ. ახლა 5%-იც კი არ მაქვს და არც ასეთი მხარდაჭერა მაქვს. ჩემთვის ეს დიდი გამოწვევაა - ერთ-ერთი ყველაზე დიდი, რომლის წინაშეც ომის დაწყებიდან ვმდგარვარ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ Patriot-ის სისტემებით დახმარების გაზრდის თხოვნით უშუალოდ თეთრ სახლს სატელეფონო ზარებისა და შეტყობინებების საშუალები,  ასევე მოკავშირეების მეშვეობით მიმართავდა. ამასთან, მან დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ბოლო კონტაქტების დეტალები არ გაამხილა.

მან დაადასტურა, რომ ცოტა ხნის წინ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს ესაუბრა ტელეფონით, თუმცა არ დაუკონკრეტებია, მოსთხოვა თუ არა ვენსმა უკრაინას შავი ზღვის რუსულ ნავთობტერმინალზე თავდასხმების შეწყვეტა, რომლებიც ზიანს აყენებს ამერიკულ კომპანიებს და გლობალური ენერგომატარებლების ფასების ზრდის რისკს ქმნის.

კიევმა ასევე წამოაყენა ახალი წინადადებები ტრამპის ხელმძღვანელობით მიმდინარე სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო თვეებში ჩიხში აღმოჩნდა. ზელენსკიმ დეტალების გამხელაზე უარი თქვა, თუმცა აღნიშნა:

„ჩვენ გვჭირდება ამერიკული მხარის უფრო აქტიური ჩართულობა სამშვიდობო გეგმაში. მადლობელი ვარ პრეზიდენტ ტრამპის გუნდის, რომ მათ პროცესის გაგრძელება სურთ. პუტინს ამ ომის დასრულება არ სურს და მასზე ამჟამად საკმარისი ზეწოლა არ ხორციელდება“.

ზელენსკიმ ასევე უარყო მოსაზრება, რომ უკრაინა დონბასის დარჩენილ ტერიტორიას დათმობს, რომლის დაკავებასაც პუტინი ცდილობს. მისი თქმით, უსაფრთხოების გარანტიები კიევისთვის კვლავ უმნიშვნელოვანესია.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ეთანხმება დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის შეფასებას, რომლის მიხედვითაც პუტინმა შესაძლოა ნატო-ს წინააღმდეგ ომის ესკალაცია სცადოს, მათ შორის, ნატო-ს წევრ ბალტიისპირეთის მცირე ქვეყნების წინააღმდეგ თავდასხმით.

„მან არ იცის, როგორ დაასრულოს ეს ომი მასშტაბური ოკუპაციის ან საკუთარი საზოგადოებისთვის დიდი გამარჯვების გარეშე. მისთვის უფრო მარტივი იქნება რომელიმე პატარა ქვეყნის პოვნა... მისთვის მნიშვნელობა არ ექნება, არის თუ არა ეს ქვეყანა ნატო-ს წევრი. მას სწრაფი გამარჯვება სურს და 100%-ით დარწმუნებულია, რომ გაიმარჯვებს, დაიკავებს, გაანადგურებს ან კონტროლს დაამყარებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ტეგები:
  • ვოლოდიმირ ზელენსკი
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
  • 13:19
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
  • 13:00
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
  • 14:24
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge